Jump to content
Planeta.Ge

გორში, სასმელი წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


გორში, ერთ-ერთი გარეუბნის, ვერხვების დასახლების მცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.

“მეხუთე დღეა წყალი არ გვაქვს, იმდენჯერ თიშავენ, რომ სათვალავი აგვერია. ხშირად არც შეტყობინება მოგვდის, რომ წყალი უნდა გამოირთოს. სულ რაღაც როგორ ზიანდება, მიზეზები არ ელევათ”, – ამბობენ ვერხვების უბნის მცხოვრებლები. მათ ყურადღების მისაქცევად საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია კარალეთის სათავე ნაგებობა, საიდანაც აღნიშნულ უბანს წყალი მიეწოდება. კომპანიის განცხადების მიხედვით, ახლაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა არ კონკრეტდება როდის აღუდგება დასახლებას წყლის მიწოდება.

გორში, კარალეთის სათავე ნაგებობაზე ტუმბო აგრეგატის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ვერხვების დასახლების დაახლოებით, 1600-მდე აბონენტს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა, რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რათა დროულად აღმოიფხვრას აღნიშნული”, – ნათქვამია განცხადებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...