Jump to content
Planeta.Ge

კიევში აღდგა რუსეთის ბოლო თავდასხმის შედეგად დაზიანებული გათბობის სისტემა


18 დეკემბერს კიევში შესაძლებელი გახდა რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული თბომომარაგების სისტემის მუშაობის სრულად ამოქმედება.

"სითბოს მიწოდების ყველა წყარო ნორმალურად მუშაობს", - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამში. დღის განმავლობაში, კიევის მერის თანახმად, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები ადგილობრივად მოაგვარებენ სითბოს პრობლემებს იმ სახლებში, სადაც ისინი შეიძლება წარმოიშვას.

 

პარასკევს, 16 დეკემბერს, რუსმა სამხედროებმა კიევს 40 რაკეტა ესროლეს, რომელთაგან 37 საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედებით განადგურდა. ამის შედეგად გამოწვეულმა ელექტროენერგიის გადაუდებელმა გათიშვამ უკრაინის დედაქალაქში, წყალმომარაგებისა და თბომომარაგების სისტემების მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...