დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გააგზავნის
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გააგზავნის.
როგორც უწყება რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, „შემოქმედებითი ბრიგადის“ შემადგენლობაში საოპერო მომღერლები, მსახიობები და ცირკის შემსრულებლები იქნებიან.
„2022 წლის 14 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი "ფრონტის ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" დაარსების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციის" ფარგლებში განლაგებული ჯარის მორალის ამაღლება დაევალათ“, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.