Jump to content
Planeta.Ge

მიხაილო პოდოლიაკი - რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“ - რუსეთმა უნდა წააგოს


რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან.

„ამ ტიპის ომი მხოლოდ ერთ გამარჯვებულს მოიცავს. რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“. რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან და გადაიხადოს გადასახადები...

ეს არის მსოფლიოში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაბრუნების ერთადერთი გზა“,- განაცხადა პოდოლიაკმა „ტვიტერზე“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...