Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

„უდიდესი პატივია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან შეხვედრა და მისი ლოცვა-კურთხევით ღონისძიებების განხორციელება“, - აღნიშნა დავით ფაცაციამ.

მათივე ცნობით, შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...