Jump to content
Planeta.Ge

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ელექტროენერგია კიევის მოსახლეობის ნახევარს მიეწოდება


რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, კიევის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე ჯერ კიდევ 600 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ამის შესახებ უკრაინულ მედიას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განუცხადა.

"კიევის ოლქი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ფეხზე წამოდგომას აგრძელებს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის კიევის ოლქის მომხმარებლების მხოლოდ ნახევარს მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისად, 50% ახლა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა კულებამ.

მისივე თქმით, ბოლო ორი დღეა ინჟინრები შეუჩერებლად მუშაობენ ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...