Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, პოლონეთში მუშავდება კანონპროექტი, რაც იმ მეწარმეებს დააზღვევს რისკებისგან, რომლებიც მზად არიან, უკრაინის რეკონსტრუქციაში ინვესტიციები ჩადონ


უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, პოლონეთი შესაძლოა უკრაინისთვის არა მხოლოდ ლოჯისტიკური, არამედ ეკონომიკური ჰაბიც გახდეს.

როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც ამჟამად პოლონეთში მუშავდება, მიზნად ისახავს იმ მეწარმეების რისკებისგან დაზღვევას, რომლებიც მზად არიან უკრაინის რეკონსტრუქციაში ინვესტიციები ჩადონ.

უკრაინული მედიის ცნობით, კერძოდ, საუბარია რუსებისგან ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბიზნესპროექტების განხორციელებაზე.

„ყველას შესანიშნავად ესმის, რომ ევროპის ცენტრში არის უზარმაზარი ტერიტორიისა და პოტენციალის მქონე ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ უცხო ქვეყნების მთავრობებს, უზრუნველყონ სადაზღვევო გარანტიები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან უკრაინაში იმუშაონ. ეს წაახალისებს ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში. საუბარი არაა ქველმოქმედებაზე, არამედ ბიზნესზე. ეს არის ძალიან რეალური პერსპექტივა", - განაცხადა ვერეშჩუკმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...