Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის ტანჯვის შედეგად მიღებულმა ევროპულმა პერსპექტივამ დახურა დისკუსია, რომ ევროკავშირის საზღვრები გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს


ის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ტანჯვის შედეგად და მადლიერნი ვართ ჩვენ ამის, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ის ხურავს იმ დებატებს, კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის გამოწვევებია ევროინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებითაც.

“როგორი წელი იყო ეს საქართველოსთვის? - აქაც არის ერთგვარად ნარევი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის გამოწვევაა ომი უკრაინაში, რადგან ის ხსნის იმ იარებს და ჭრილობებს, რომელიც გვაქვს, ასევე შიშს, რომელიც რუსეთის ყველა მეზობელს აქვს, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ეტაპზე, ქართველი ხალხი გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის და ამ მდგომარეობის მიმართ, იქნება ეს სამხედრო მხარდაჭერა, სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციები ქუჩებში, თუ ლტოლვილების მიღება. ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა, რომ არ გაგრძელდება მშვიდობა ყველასთვის სამართლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე.

ახალი გამოწვევებია ევროინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებითაც. ის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ამ ტანჯვის შედეგად, და მადლიერნი ვართ ჩვენ ამის, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ის ხურავს იმ დებატებს, კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები. ახლა ეს დისკუსია დაიხურა. ასევე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ გადავდგათ ნაბიჯი ახალი პროექტებისკენ. დღეს ხელი მოეწერა მწვანე ენერგიის კაბელის პროექტს შავი ზღვის კაბელს და ეს არის მნიშვნელოვანი, კონკრეტული კავშირი ევროპასთან. იყო იმედგაცრუება საქართველოს მოსახლეობაში კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან დაკავშირებით. მოსახლეობა რომელიც არასდროს ყოყმანობდა და არასდროს გადაუხვევია ევროპული გზიდან. ჩვენ ვიცით, რომ რეკომენდაციების შესრულება განსაზღვრავს მომდევნო გადაწყვეტილებას. ძალიან ცხადია, რა სურს საქართველოს მოსახლეობას მისი პოლიტიკურ ელიტისგან, მისი პოლიტიკური ლიდერებისგან და რას ელოდებიან მათგან. მათი მოლოდინები ცხადია, რომ მათ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ისინი ხედავენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას. გთხოვთ, რომ მუდმივად გახსოვდეთ ქართველების ნება და სურვილი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი გამოწვევა, საქართველოსთვის, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან, არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...