Jump to content
Planeta.Ge

პენტაგონის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ უკრაინული ძალების კვალიფიკაციის ამაღლება მაღალი გადაუდებლობის რეჟიმში განხორციელდება


რუსეთში, უკრაინასა და ევრაზიაში აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ლორა კუპერის განცხადებით, უკრაინული ძალების კვალიფიკაციის ამაღლება „მაღალი გადაუდებლობის“ რეჟიმში განხორციელდება.

აშშ ასევე აპირებს ბატალიონამდე გაზარდოს, უკრაინელ სამხედროთა რიცხვი, რომელთაც ყოველთვიურად წვრთნის. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, „ახლა სრულად განსხვავებული თამაშია“ უკრაინული ძალების უნარ-ჩვევების თვალსაზრისით, ვიდრე 2014 წელს იყო, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-მ უკრაინელი სამხედროების წვრთნა დაიწყო.

ლორა კუპერი ასევე აღნიშნავს, რომ ზამთარი ძალიან დინამიკური დრო იქნება.

„ზოგიერთი ფიქრობს, ზამთარში დაისვენებენ და გადაიარაღებას შეძლებენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან. რა თქმა უნდა, მოველით, რომ რუსებიც შეეცდებიან წინსვლას“, – აცხადებს კუპერი.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...