Jump to content
Planeta.Ge

ომის დასაწყისში პუტინმა კადიროვს უკრაინის პრეზიდენტ, ზელენსკის მოკვლა უბრძანა – მასმედია


უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერ, რამზან კადიროვს კიევში სამთავრობო შენობების დაკავება და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა დაავალა.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს უკრაინის უსაფრთხოებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით მომზადებულ მასალაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში, კადიროვის როლს ეძღვნება.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსთან“ საუბარში კატეგორიულად უარყო და „სრული სიცრუე“ უწოდა ამ ცნობას. ხოლო კადიროვმა Wall Street Journal-ს კომენტარზე უარი უთხრა.

გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, კადიროვის მომხრე ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე, ჯავშანტექნიკის სამი კოლონით შევიდა. კადიროვთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ, ეს მომენტი ვიდეოზე გადაიღო და ჩეჩნეთის მეთაურს გაუგზავნა.


უკრაინის დაზვერვის მიერ გადატაცებულ ამ ვიდეორგოლში ისმის მისი ხმა: „დრო - ზუსტად ნული საათი. ვიწყებთ მოძრაობას. 1500-ზე მეტი პირადი შემადგენლობა, საუკეთესო ქვედანაყოფები, საუკეთესო მებრძოლები.“ მოგვიანებით პირველი კოლონა, გამოცემის თანახმად, კიევის მისადგომებთან თითქმის მთლიანად გაანადგურეს, ორი დანარჩენი კი იძულებული გახდა გადაჯგუფების მიზნით შეეწყვიტა წინსვლა.

  • ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანონ ახმატ კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი, რომელიც პოლკ „ჩრდილოეთის“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ 23 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობენ.
  • აპრილში უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში შექმნილი 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდა.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ადრე განაცხადა, რომ მან მოიპოვა უდავო მტკიცებულებები, რომელიც ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვისა და მისი ორი ქვეშევრდომის, დანიილ მარტინოვისა და ჰუსეინ მეჟიდოვის მხრიდან ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე მეტყველებს.
  • უკრაინის ტერიტორიაზე 141-ე პოლკის საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა არაერთხელ დაადასტურა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა. თავის პირველ შეტყობინებაში, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება, კადიროვმა უარყო ჭორები დანაყოფის მეთაურის, მაგომედ ტუშაევის დაღუპვის შესახებ. ამჟამად პოლკს მეთაურობს ჰასმაგომედ მაგომადოვი, ხოლო ტუშაევი 96-ე ოპერატიული პოლკის მეთაურად დაინიშნა.

    radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...