კლაუს იოჰანისი - წყალქვეშა ელექტროკაბელის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელი, ველოდებით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტის მხრივ თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია
შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში, ასევე შეიტანს წვლილს ამ რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებასა და ზრდაში, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კოტროჩენის სასახლეში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
როგორც მან აღნიშნა, მთავარი ამოცანა არის ენერგოუსაფრთხოება, რეგიონული თანამშრომლობა, ეს საკუთხები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო რუმინეთის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ეროვნული განვითარების სტრატეგიისთვის.
„ყველას გულთბილად მივესალმები რუმინეთში, მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის, პარტნიორობისთვის და აი, ამ უზადოდ მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას მწვანე ენერგიის განვითარებისა და მიწოდების შესახებ, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ენერგოუსაფრთხოება და რეგიონული თანამშრომლობა, ეს საკითხები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო რუმინეთისთვის ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ჩვენი ეროვნული განვითარების სტრატეგიისთვის.
ეს საკითხები მთავარი პრიორიტეტი იყო ევროკავშირისთვისაც, რადგან არსებული უსაფრთხოების სიტუაცია და უკრაინაში მიმდინარეობს სამხედრო აგრესია, ჩვენ გვჭირდება უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა საერთო გამოწვევების დასაძლევად. დღევანდელი შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. პირველია წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით, მეორე განვითარება ახალი გადამცემი ხაზების და ინფრასტრუქტურისა სახელდობრ შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი, მესამე არის ერთობლივი პროექტები მწვანე ჰიდროენერგიისა და მეოთხე არის ენერგოეფექტურობა. ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში და ასევე შეიტანს წვლილს მდგრად განვითარებაში და ზრდაში ამ რეგიონის ქვეყნებში.
ასევე გვინდა, წინ წავიწიოთ უფრო სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით. გამოწვევები, რომელიც გულისხმობს კლიმატის ცვლილებას, ყველას გვეხება. ძვირფასო კოლეგებო, უსაფრთხოება კლიმატი და ეკონომიკური გამოწვევები მოითხოვს უფრო მეტ ურთიერთჩართვას და თანამშრომლობას რეგიონულად და გლობალურად.
ჩვენი ენერგოთანამშრომლობა არის სტრატეგიული გამოწვევების პასუხი, რომლითაც გაძლიერდება ჩვენი ენერგომედეგობა და უზრუნველყოფილი იქნება დივერსიფიკაცია როგორც წყაროების ასევე მიწოდების არხების. ეს არის საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე შექმნილი ინიციატივა და მწვანე ენერგიის მიწოდება განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან მომდინარეობს. წინ წამოვა ხელშესახები ფლაგმანური ინიციატივები, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში ხორციელდება. მე მივესალმები დღევანდელ ცერემონიაზე ლიდერების დასწრებას, ევროკომისიის პრეზიდენტს და მისი აქ ყოფნა ადასტურებს, რომ ამ ინიციატივის მიმართ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიმართ არის ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. უფრო კონკრეტულად უნდა ვთქვათ, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელის ჩადება წყალქვეშა ელექტროკაბელთან ერთად და ასევე ველოდებით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც არის ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორი, კონსტანტადან მოხდება ეს კავშირი, ასევე გაძლიერდება აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს წინ და ეს გულისხმობს ჩვენი აუთვისებელი პოტენციალის ათვისებას და მედეგობის გაზრდას. მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი ეწერება დღეს და აი, ამ მიზნით გვაერთიანებს ყველს“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.