Jump to content
Planeta.Ge

კლიჩკო: კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა, წყალმომარაგებაც აღდგა


კიევში, გუშინდელი დაბომბვის შემდეგ, მეტრომ მუშაობა განაახლა, განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მერის ცნობით, დედაქალაქში აღდგა წყალმომარაგებაც. 

„დედაქალაქის ყველა მცხოვრებელს წყალმომარაგება აღუდგა. კიევის მოსახლეობის ნახევარს უკვე ელექტროენერგიაც აქვს და ჩვენ ვმუშაობთ მის აღდგენაზე ქალაქის ყველა მცხოვრებლისთვის. კიევის მცხოვრებლების 2/3 ამჟამად ელექტროენერგიით მარაგდება. მაგრამ მოქმედებს საგანგებო გამორთვის გრაფიკი, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი საგრძნობია.“, - ნათქვამია მის განცხადებაში. 

გარდა ამისა, ხარკოვის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

"მთელი ხარკოვის რეგიონი და ხარკოვი გამორთული იყო. ახლა ელექტრომომარაგება აღდგენილია მთელ რეგიონში", - წერს ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 დეკემბერს, რუსულმა არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების სერია განახორციელა, რის გამოც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...