Jump to content
Planeta.Ge

CNN - FIFA-მ უარით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობაზე გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე


FIFA-მ უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობის შესახებ გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვის ინიციატივით გამოვიდა და გაკვირვებული დარჩა უარყოფითი პასუხით.

წყარო არ აკონკრეტებს ზელენსკის მიმართვა პირდაპირ ეთერში უნდა ყოფილიყო თუ ჩაწერილი.

“ჩვენ ვფიქრობდით, რომ FIFA-ს უფრო დიდი სიკეთისთვის სურდა საკუთარი პლატფორმის გამოყენება”, - დასძინა CNN-ის წყარომ.

ამავდროულად, წყარომ აღნიშნა, რომ უკრაინასა და FIFA-ს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. CNN-მა კომენტარისთვის FIFA-ს მიმართა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია.

"ინტერპრესნიუსი"

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...