უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტები Ту-95 და Ту-22М3 ბომბდამშენებიდან ისროლეს
რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების წარმომადგენელზე, იური იგნატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„Х-555 და Х-101 ტიპის რაკეტები Ту-95 თვითმფრინავებიდან გაისროლეს, ასევე ნასროლია „კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან. გაშვებულია С-300 რაკეტები, ასევე ისროდნენ Ту-22М3 ბომბდამშენებიდან, რომელიც უშვებს Х-22 ტიპის რაკეტებს“, - აღნიშნა იური იგნატმა.
მისი თქმით, ამჯერად ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს Ту-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები ენგელსის ტერიტორიიდან, სადაც ეს თვითმფრინავები აეროდრომზეა განთავსებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი რაკეტა ჩამოაგდეს უკრაინულმა ძალებმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.