Jump to content
Planeta.Ge

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„საპარლამენტო კავშირები, ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებებით შეხვედრის განხილვის მთავარი თემები იყო. შეხვედრაზე მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-9 სხდომა. ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვან სატრანზიტო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ფუნქციასაც და იმ პროექტებს, რომლებიც აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით უზრუნველყოფს აზიის ევროპასთან დაკავშირებას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, არჩილ თალაკვაძე, ავთანდილ ენუქიძე, ლევან იოსელიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...