Jump to content
Planeta.Ge

რუსეთმა კვლავ დაბომბა ხერსონის ოლქი. არიან დაღუპულები


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი განაგრძობს ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის დაბომბვას, რასაც 15 დეკემბერს ორი ადამიანი შეეწირა.

„მტერმა კვლავ დაბომბა ქალაქის ცენტრი. წუხელ ერთი რაკეტა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან 100 მეტრის დაშორებით მდგარ შენობას მოხვდა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ.

ტიმოშენკოს თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

 

მანამდე რუსმა სამხედროებმა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი 14 დეკემბერს გაუხსნეს. ქალაქის დნიპროს რაიონის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 წლის ბავშვი.

რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი და ოლქის დანარჩენი ნაწილიც, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, 11 ნოემბერს დატოვეს და დაბანაკდნენ მარცხენა ნაპირზე, საიდანაც პერიოდულად უტევენ ქალაქს. ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის ოლქი რუსეთის რეგიონად გამოაცხადა. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...