რებეკა ჰარმსი - ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განზრახ გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სრულად გამართლებულია
ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი მიხეილ სააკაშვილის ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მართებულობას ადასტურებს.
„ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განზრახ გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სრულად გამართლებულია“, - წერს რებეკა ჰარმსი.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ გადაარჩინოს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაეხმაროს ქვეყანას ამ საშინელი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში.
„სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია, რომ გადაარჩინოს არა მარტო მიშა, არამედ დაეხმაროს თავის ქვეყანას, საქართველოს ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოსვლაში“, - წერს ყოფილი ევროპარლამენტარი.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.