Jump to content
Planeta.Ge

მამუკა მდინარაძე - სოცქსელებიდან პრეტენზიაც კი წამოვიდა, რატომ არის სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც სამედიცინო პერსონალის მიმართ კადრულობს


სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ შეურაცხყოფას აყენებს მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც მისი სიცრუე გამოვლინდა, საკითხის ფორმალურ მხარეზე ცდილობენ ყურადღების გადატანას.

„სამართლებრივ და ფორმალურ მხარეზეა ყურადღება გადატანილი, რომ გადაიფაროს რეალურად რაც ხდება. სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც გამოაშკარავდა მესამედ, ამის გადატანის მცდელობაა ფორმალურ მხარეზე. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერი, უკანონოა. პატივისა და ღირსების ნაწილში თუ რაიმე შეიძლებოდა ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე, როგორც ჩანს, თავი შეიკავა. პირველად გამოაშკარავდა, თითქოს შიმშილობდა და გახდა ცნობილი, რომ ტყუილი იყო ეს. მეორედ იყო წამება, თითქოს აწამებდნენ და მესამე შემთხვევაში, სპეცოპერაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ჩავარდა. ცნობილი ნარატივი, რომ კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს, აყენებდა მედპერსონალს და ა.შ. რაც შეეხება მის სიმულაციას. სიმულაციამ აჩვენა შემდეგი – მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით, 50 დღეზე მეტი იშიმშილა, ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით, სამი საათი იშიმშილა. ასეთ აბსურდულ რეალობასთან გვაქვს საქმე. მხილებული იქნა როგორც ნაცმედია, ასევე უცხოელი ლობისტები, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერის წარმომადგენლები. სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...