Jump to content
Planeta.Ge

კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ​​განაცხადი ოფიციალურად წარადგინა


კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელს აწერენ კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი, პრემიერ-მინისტრი ალბინ ქურთი და პარლამენტის თავმჯდომარე გლაუკ კონიუფკა.

ამასთან, როგორც სააგენტო „დოიჩე ველე“ იუწყება, კოსოვოს, როგორც ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მიერ ამ განაცხადის წარდგენა უფრო სიმბოლური ხასიათისაა და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი ბუნდოვანია.

მედიის ცნობით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ფორმალურად, კოსოვოს მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს“. თუმცა, მთავარ დაბრკოლებას ამ ეტაპზე ის გარემოება წარმოადგენს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები – ესპანეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი და კვიპროსი.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...