Jump to content
Planeta.Ge

შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში ვიხილეთ დებატები, რომელიც ევროპისგან დაცლილი იყო


ჩვენ ვიხილეთ დებატები ევროპარლამენტში, რომელიც თავისი არსით ევროპისგან დაცლილი იყო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობას ამჯობინებენ. მისივე შეფასებით, არანაირი კავშირი ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან არა აქვთ.

„ევროპარლამენტში გამართული დებატები დაცლილი იყო ევროპისაგან, რადგან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა. ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული. ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იმის პარალელურად, რაც „ამ ჯგუფის მხრიდან ევროპარლამენტში ხდებოდა“, ევროპულმა საბჭომ მიიღო ანგარიში, სადაც აღნიშნულია პროგრესი, რაც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში, 12 რეკომენდაციის შესრულების გზით განიცადა.

„სხვაობა არის როგორც ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს და იმ ევროპარლამენტარებს შორის. სხვაობას ევროპარლამენტართა ამ ჯგუფსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ისეთივეა როგორც ცა და დედამიწა - არანაირი კავშირი ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან არა აქვთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...