Jump to content
Planeta.Ge

ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს


დღეს, 14 დერეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. კემბერს, ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშის ავტორი ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერია (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი). 13 დეკემბერს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა.

 

რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე.

 

 

ტექსტში მოხსენიებული არიან ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე.

რეზოლუცია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

დეოლიგარქიზაციის ქვეთავში ლაპარაკია კერძო ინტერესების გადაჭარბებულ ზეგავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იქვე ნახსენებია არა "ოლიგარქი", არამედ "საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი" ბიძინა ივანიშვილი. არაფერია ნათქვამი სანქციებზე, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ რეკომენდაციად არის მითითებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე.

ამასთან რეზოლუციის პროექტში შესულია ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხიც.

„[ევროპარლამენტი] გამოხატავს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებით, მიუხედავად ამ საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილი არსებითი შეკითხვებისა და კერძოდ, ვადებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით“.

რადიო თავისუფლება

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...