მედიის ცნობით, კიევში ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს
კიევში საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ორი ადმინისტრაციული შენობა და ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის ამსახველ ფოტომასალასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე კი, საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის სამ ოლქში, მათ შორის კიევის, ჟიტომირსა და ვინიცაში გამოცხადდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.