უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბახმუტის მისადგომებიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ - დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია
უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ.
„ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურად დაუღუპნენ. დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ერთ-ერთი დაღუპული გადაყვანილია კონსტანტინოვსკის პროზექტურაში. ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, რომ მეორე მიცვალებულიც გამოიყვანონ. ისინი გმირები არიან, ვაჟკაცები არიან, სიცოცხლე გაწირეს სხვა ბიჭების გადასარჩენად", - განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, დავით ქუქჩიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 36 ქართველია დაღუპული.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.