კრამონი: 10 წლის წინ ივანიშვილმა გასაოცარი დემოკრატიის პირობა დადო, მაგრამ მიტაცებული ქვეყანა მივიღეთ
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა, რომ რთულია მისთვის ამის აღაირება, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს წამყვანი ქვეყანა იყო, დღეს არის მიტაცებული სახელმწიფო.
მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ბევრი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაგალითად, ერთ-ერთია ნიკა გვარამიას საქმე.
„ბევრი ტყუილი ითქვა ნატოს, ევროკავშირის წინააღმდეგ, ასევე, სამარცხვინო ტყუილია, თითქოს, დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. რთული ვითარებაა მედიის თავისუფლების კუთხით. ათი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა გასაოცარ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას, სინამდვილეში კი, მიტაცებული ქვეყანა მივიღეთ. ამ ყველაფრის გამო საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და მათ, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ. ასევე რა თქმა, ჰუმანიტარულ საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.