ვიოლა ფონ კრამონი - ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია, ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ
ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება.
„ჩემთვის მძიმე სათქმელია, მაგრამ საქართველო ახლა არის მიტაცებული ქვეყანა. დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. სასამართლო სისტემა იმართება კლანების მიერ. ცნობილი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, როგორიცაა ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ბევრი ტყუილი ითქვა ნატო-ს, ევროკავშირის წინააღმდეგ. არაფერია, თუ არა სამარცხვინო ტყუილი, თითქოს, დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. მედია თავისუფლება უარესდება. ათი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა გასაოცარ დემოკრატიას, სინამდვილეში კი, მიტაცებული ქვეყანა მივიღეთ. ამ ყველაფრის გამო საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მიშას გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზეზით“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.