Jump to content
Planeta.Ge

ვრცელდება ცნობები, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ


უკრაინაში მეომარი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ, ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. იმის გამო, რომ ოჯახებისთვის ჯერჯერობით მათი დაღუპვა ცნობილი არ არის, მეომრების ვინაობა არ სახელდება.

უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა.

რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში უკვე 35 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...