ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე მისი პოლიტიკური ჯგუფი თავს შეიკავებს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე საპარლამენტო ჯგუფი „მწვანეები – თავისუფალი ევროპული ალიანსი“ თავს შეიკავებს.
ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტების კითხვას: „დაუჭერთ თუ არა მხარს პერსონალურ სანქციებზე შესწორებას თუ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ინსტიტუციურ დონეზე უნდა გადაწყდეს?“
„ზოგადად, კარგია ამაზე საუბარი, მოდით, დავდოთ ეს მაგიდაზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საფუძველი. ვფიქრობ, ჩვენ თავს შევიკავებთ, არც მხარს დავუჭერთ და არც წინააღმდეგი წავალთ. ვფქირობ, ჩვენი ჯგუფი თავს შეიკავებს, ეს არის ბოლო ინფორმაცია, რასაც ვფლობ“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.