Jump to content
Planeta.Ge

ანალენა ბერბოკი - გერმანია ზამთარში უკრაინის დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს - უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს


გერმანია, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინისთვის ზამთარში დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, ბერლინი მუშაობს, რომ უკრაინას შობის დღეებში გენერატორები, პლედები და გათბობისთვის საწვავი მიაწოდონ.

„უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს“, - განუცხადა ანალება ბერბოკმა ჟურნალისტებს, პარიზში, სადაც უკრაინის დახმარების საკითხზე კონფერენცია გაიმართა.

ცნობისათვის, პარიზში გამართული კონფერენციის მიზანია შექმნას საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმი, რათა უზრუნველყოს საჭირო 800 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინაში გენერატორების, ტრანსფორმატორების, მაღალი ძაბვის ქსელების აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობისა და გაზის ტურბინებისთვის.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...