ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი
გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი, რათა უკრაინას დაეხმაროს, ზამთარში ვლადიმერ პუტინის ენერგეტიკულ ტერორს გადაურჩეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში საგანგებო კონფერენციაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მის ქვეყანას სჭირდება დამატებითი 800 მილიონი ევრო ზამთრის გადასატანად და 1.5 მილიარდი ევრო ენერგო ქსელის ზიანის აღსადგენად.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელექტროენერგიის გათიშვას და ენერგეტიკულ ტერორს დავუპირისპირდეთ. ჩვენი ელექტროსადგურების უმეტესობა დაზიანებულია ან განადგურებულია დაბომბვის შედეგად. ყოველდღიურად ჩვენს ინჟინრებს უწევთ მილიონობით უკრაინელისთვის ელექტროენერგიის გათიშვა სარემონტო სამუშაოებისთვის. ამჟამად ელექტროენერგია 12 მილიონ უკრაინელს აქვს გათიშული. ყოველ დღე ველოდებით რუსეთის მხრიდან ახალ დარტყმებს, ამიტომ გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ჯავშანი მოსახლეობის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისათვის, პარიზში გამართული კონფერენციის მიზანია შექმნას საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმი, რათა უზრუნველყოს საჭირო 800 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინაში გენერატორების, ტრანსფორმატორების, მაღალი ძაბვის ქსელების აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობისა და გაზის ტურბინებისთვის.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.