Jump to content
Planeta.Ge

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა


პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ფორუმში 45 ქვეყანა და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს.

კონფერენციის მიზანია, რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების ფონზე, კიევმა საჭირო დახმარება მიიღოს.

ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კიევს და დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. თავის სიტყვაში, მაკრონმა რუსეთის სარაკეტო იერიშებს ომის დანაშაული უწოდა.

კონფერენციის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი არაერთი დარტყმის შედეგად, 12 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის დანაკლისს განიცდის. ზელენსკის თქმით, უკრაინას ახლა სჭირდება ელექტროგენერატორები, ისევე როგორც ჯავშანტექნიკა და ჯავშანჟილეტები სამხედროებისთვის.

კონფერენციას ესწრება უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

შეხვედრაზე უნდა შეიქმნას უკრაინის საერთაშორისო დახმარების კოორდინაციისთვის აუცილებელი სისტემა, რათა კიევმა ზამთრის პერიოდში აუცილებელი დახმარება სწრაფად და შეფერხების გარეშე მიიღოს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...