ხორვატიის სახელმწიფო მდივანი - ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა
ხორვატია მხარს უჭერს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა, – ამის შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია.
„ხორვატია ყოველთვის გახლდათ ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერი დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ. ახლა კი ხორვატია მხარს უჭერს სამ ახალ სახელმწიფოს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომლებიც დაემატნენ გაფართოების პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა.
ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია. გაფართოებას აქვს პირდაპირი ზეგავლენა ევროპის მთელი კონტინენტის სტაბილურობაზე, თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელია ორი პირობის შესრულება. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს გაფართოების სანდო პერსპექტივა თითოეული ქვეყნისთვის. მეორე მხრივ კი ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მტკიცე ვალდებულება და იმოქმედონ რეფორმების გასატარებლად, დაიცვან ჩვენი ღირებულებები, თანხვედრაში იყვნენ ჩვენს პოლიტიკასთან“, – განაცხადა ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.