Jump to content
Planeta.Ge

მიხაელ გალერი - ვერ ვიტყვით, რომ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შემთხვევაში, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს არ არის გარდამტეხი, მაგრამ იქნებოდა სიგნალი ღრმა კონფლიქტის მოგვარებისთვის


მიხეილ სააკაშვილის საკითხი წმინდად ჰუმანიტარულია, ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ორივე ამერიკელი ექსპერტი ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მოისმინონ საკუთარი სახალხო დამცველის ვერდიქტი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თავიდან იყოს არიდებული მდგომარეობის გართულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხეილ გალერმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი თუ ციხეში გარდაიცვლება, ეს პოლიტიკური კატასტროფა იქნება“.

„იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, 12 პუნქტია შესასრულებელი, მათ შორისაა დამოუკიდებელი სასამართლო. როგორც ვხვდები, სწორედ ამ პუნქტის ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსია სააკაშვილის ევროპაში ან სადმე სხვაგან გადაყვანის თაობაზე. ამ შემთხვევაში ალბათ მოხდება ფოკუსირება შესასრულებელ პუნქტებზე, სხვა შემთხვევაში დებატები ალბათ ერთ ადგილას გაიყინება. რაც შეეხება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს, არ ვაქცევდი ამას პირობად. ვერ ვიტყვით, რომ ეს საკითხი გადაიჭრება და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ასე არაა. ბევრი სხვა საკითხია, რომელიც უნდა შესრულდეს, ეს არ არის გარდამტეხი, მაგრამ ეს იქნებოდა სიგნალი, თუნდაც ჩვენთვის, ღრმა კონფლიქტის გადაჭრის, პოლიტიკური ატმოსფეროს დეპოლარიზების. ევროპარლამენტში შესაძლოა, ბევრ თემაზე განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ ყველანი ერთიანები ვართ სურვილში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი პოლიტიკურ მხარეებს შორის. ვიდრე ეს ქეისი რჩება ისე, როგორც არის, დაბრკოლებას ქმნის დიალოგისა და დეპოლარიზაციისთვის“, – განაცხადა გალერმა.

ამასთან, მიხეილ გალერის თქმით, სავარაუდოდ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს შესახებ მომზადდა, ცვლილებები შევა.

„კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ აქცენტს ვაკეთებ ამ საქმის მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე. ჩემთვის ესაა გადამწყვეტი. რაც შეეხება რეზოლუციას, ანგარიშის ტექსტში სავარაუდოდ ცვლილებები იქნება. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, არის შესწორება, რომელიც ეხება იმას, უნდა დაეკისროს თუ არა პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ეს „ევროპის სახალხო პარტიის“ იდეაა. სხვა საკითხებზე მეტ-ნაკლებად შეთანხმებულები ვართ, ამ საკითხზე მეტი აზრთა სხვადასხვაობაა, თუ როგორ შევეხოთ ამ პიროვნებას. „ევროპის სახალხო პარტია“ უფრო მეტად უჭერს მხარს ამ შესწორებას, ვნახოთ. ჩვენ ამ საკითხს კენჭს იმიტომ კი არ ვუყრით, რომ ქართული საზოგადოების რეაქციას ველოდებით. ყველა მოქალაქემ თავად უნდა შეაფასოს, როგორ ვუყურებთ ამ საკითხს. „ევროპის სახალხო პარტიაში“ ვფიქრობთ, რომ ის გადაწყვეტილებების მიმღებია საქართველოში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ამ საკითხის გადაჭრა კი შესაძლოა, ერთ-ერთი ასპექტი იყოს რეკომენდაციების შესრულების“, – განაცხადა გალერმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...