Jump to content
Planeta.Ge

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად მოხდება, რომ გაფართოების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო


პირველად მოხდება ისე, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში გაფართოების საკითხზე მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სტანჩიკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირს გაფართოების, სტაბილიზაციის და ასოციაციის პროცესი.

მინისტრის თქმით, სლოვაკეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სლოვაკეთს სჯერა, რომ უკრაინა უნდა იყოს ჩვენი დემოკრატიული ოჯახის წევრი. პირველად მოხდება, როდესაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნება ნახსენები ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ჩვენი კავშირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, გაფართოება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიისთვის, ეს მნიშვნეოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზეზებით. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის ევრკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ეს იქნება ძლიერი ბიძგი, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებმა გააგრძელონ ქვეყნის რეფორმირება ევროპული გზით“, – განაცხადა სტანჩიკმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...