Jump to content
Planeta.Ge

ნიდერლანდები მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საქმის განსახილველად ტრიბუნალი შექმნას


ნიდერლანდები მზად არის, შექმნას ახალი, გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიდერლანდები, ევროკავშირთან ერთად ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის და რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს.

სასამართლო ექსპერტები აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქცია აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით ვრცელდება მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე და ასევე სახელმწიფოებზე, რომლებიც დათანხმდნენ მის იურისდიქციას, როგორიცაა უკრაინა, მაგრამ არა რუსეთზე.

„მზარდი კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი აგრესიის აქტის, ომის დაწყების დანაშაულის სასამართლო განხილვისთვის. ამას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ გააკეთებს“, - აღნიშნა ვოპკე ჰუკსტრამ.

შეგახსენებთ: ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეში განაცხადა, რომ საჭირო იქნება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით ახალი ტრიბუნალის შექმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რომელიც არის აგრესიის დანაშაული, დაუსჯელი არ დარჩეს.

 

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...