Jump to content
Planeta.Ge

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე უმრავლესობის მიერ შეჯერებულ პოზიციას ხვალ გააცნობს


ხვალ, ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა გარკვეულ პოზიციას დააფიქსირებს - ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება დამატებითი სტიმული მისცეს ჩვენს ოპოზიციას, რომ გარკვეულ კონსენსუსთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება იყოს, მათ შორის, კომპრომისი შეიძლება გაუადვილდეთ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობამ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა და ყველაზე მეტი დრო სწორედ ომბუდსმენის საკითხის განხილვას დაეთმო.

„უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ ის პოზიტიური თემები, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. ანაკლიის პორტის საკითხის გადაწყვეტა ძალიან პოზიტიური ამბავია, ასევე უდავოდ მისასალმებელია ისიც, რომ პორტების მიმართულებით დაიხარჯება კონკრეტული თანხები.

აგრეთვე, ჩვენ საუბარი გვქონდა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის მიმართულებით უნდა განხორციელდეს და ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება თემა. იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახური უფრო მოქნილი პროექტი, მაგალითად, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 1 თვე გაიარონ სამხედრო მომზადება და ამ პროექტის შედეგად ჩვენ მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში გვეყოლება 100 ათასზე მეტი მომზადებული რეზერვი. მათ შორის, საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა არის უდავოდ მისასალმებელი ფაქტი, რომლითაც სარგებლობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები.

ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ასევე, ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, ასევე კომპენსაციებთან დაკავშირებით და ასევე, საუბარი გვქონდა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხში მილიარდზე მეტი ლარის დახარჯვა ამ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე, სიახლე გახლავთ ისიც, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობაში იქნება აიტი მიმართულების ჰაბი.

ჩვენ ხვალ შეხვედრა გვექნება ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით.

დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე დიდი დრო სხვა საკითხებთან შედარებით ამ მიმართულებას დაეთმო. ხვალ ჩვენს კოლეგებს ჩვენს პოზიციას გავაცნობთ და ამის შემდეგ საზოგადოების წინაშე გავახმოვანებთ იმ პოზიციას, რაც დღეს იქნა უმრავლესობის სხდომაზე შეჯერებული იმისათვის, რომ ვერსიის სახით მიეწოდოს ჩვენს ოპონენტებს და იმისათვის, რომ იქნებ რამენაირად შევძლოთ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმება. ვნახოთ, ხვალ გარკვეული პოზიციები გამოიხატება და შემდგომ მოგახსენებთ ამის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...