Jump to content
Planeta.Ge

ჯოზეფ ბორელი - უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის


ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა და დღეს აღმოსავლეთის სამეზობლო სრულიად განსხვავებულია.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა. დღეს ჩვენ ვუყურებთ სრულიად განსხვავებულ აღმოსავლეთის სამეზობლოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიურ მინისტერიალზე გთავაზობთ გავაგრძელოთ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა. გაფართოების პროცესის პარალელურად, როგორც რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, - აღნიშნა მან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...