Jump to content
Planeta.Ge

ოლივერ ვარჰეი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს


„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“ წერს.

მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.

ვარჰეის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო გეგმის საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს. საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის სავარაუდო მთლიანი ინვესტიცია კი 2.3 მილიარდ ევროს შეადგენს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...