Jump to content
Planeta.Ge

რომის კაფეში სროლის შედეგად სამი ქალი დაიღუპა


სამი ქალი მოკლეს რომის ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად, კიდევ ოთხი კი დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი იყო.

BBC-ს თანახმად, კაფეში იმყოფებოდნენ რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები.

რომის მერის, რობერტო გუალტიერის განცხადებით, მომხდარის გამო ის დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 57 წლის მამაკაცი. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლამდე ის ყველას მოკვლით დაემუქრა.

მამაკაცი ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა პოლიციის მისვლამდე დააკავეს. სამართალდამცველების თანახმად, კაცი იცნობდა მსხვერპლთა ნაწილს და მათთან კონფლიქტი ადრეც ჰქონია. თუმცა, პოლიცია არ ასახელებს ბრალდებულის ვინაობასა და თავდასხმის მოტივს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...