2024 წლიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სპეციალური ოთახი უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილ იყოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო დონეზე გარანტირებული იქნება ისიც, რომ საერთო სარგებლობის საშხაპეებსა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში დაუშვებელი იქნება ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება (დღეს ეს აკრძალვა მხოლოდ კანონქვემდებარე აქტით არის განსაზღვრული);
ამასთან, ცვლილებებით, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება დასაშვები იქნება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების თავიდან ასაცილებლად, თუმცა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მისი მტკიცებულებად გამოყენების უზრუნველსაყოფად, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მასალა დაარქივდება განსაზღვრული ვადით.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაძლებელი იქნება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების წარმოება ელექტრონული ფორმით. ასევე ცვლილებებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაქტილოსკოპირების განხორციელება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით და შესაბამისი მონაცემები აისახოს ელექტრონულ არქივში.
1ტვ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.