ლიეტუვის პრეზიდენტი - ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია
ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ბელარუსის საკუთარი ტერიტორიის გავლით ლიეტუვაში უკრაინული მარცვუელის ტრანსპორტირების შესახებ წინადადება სანქციებიდან გამოსვლის მორიგი მცდელობაა. უკრაინული მარვლეული პოლონეთისა და სხვა ქვეყნების გავლით უკვე მიდის ბალტიის პორტებში. ეს ხაფანგია. მოდით მას თავი ავარიდოთ”, - წერს ნაუსედა.
ცნობისთვის, პარასკევს ბელარუსმა შეატყობინა გაეროს, რომ წინასწარი პირობების გარეშე მზადაა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტისთვის, ლიეტუვის პორტებიდან მისი შემდგომი ექსპორტისთვის.
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იური ამბრაზევიჩი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერიშს შეხვდა და შეატყობინა მას, რომ ბელარუსის გავლით უკრაინული მარცვლეული ექსპორტისთვის არანაირი წინასწარი პირობები არ არსებობს. ამბაზევიჩმა ასევე „გაიმეორა საკუთარი მთავრობის თხოვნა ჰქონდეს საკუთარი სასუქის ექსპორტირების საშუალება, რომელიც ამ მომენტისთვის სანქციების ქვეშაა“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.