ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა მთავარი ენერგიაა, ენერგოსისტემაში მწვავე დეფიციტია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ღამით ირანული დრონების დარტყმის შემდეგ ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სრულ სიბნელეშია. მისი თქმით, ამ დროისთვის ოდესაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა.
თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ ელექტროენერგია მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება.
„ენერგოსისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან - სისტემაში მწვავე დეფიციტია“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ეს არის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების მიზეზიც. ამ მხრივ ყველაზე მეტად უჭირს ლვოვის, ვინიცის, კიევის, ტერნოპოლის, სუმის, ჟიტომირის, ხმელნიცკის რაიონებს, თავად დედაქალაქ კიევს.
„უნდა გვესმოდეს: მაშინაც კი, როცა მძიმე სარაკეტო დარტყმები არ ხდება, ეს არ ნიშნავს რომ პრობლემები არ არის. თითქმის ყოველდღე სხვადასხვა რეგიონში ხდება დაბომბვა, არის სარაკეტო თავდასხმები, თვითმფრინავების თავდასხმები. ენერგეტიკული ობიექტები თითქმის ყოველდღე ზარალდება. სისტემაში დანაკარგების გამო, სისტემაში ყველამ უნდა შეამციროს ლიმიტები. აღდგენა ასევე ძალიან რთულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯგუფები გმირულ საქმეებს აკეთებენ და კვირებში აღადგენენ იმას, რასაც თვეების მუშაობა დასჭირდებოდა. მადლობას ვუხდი თითოეულს, ვინც მუშაობს ელექტროენერგიის აღდგენისა და ენერგოსისტემის გადარჩენაზე“, - აცხადებს ზელენსკი.
ოდესაში ელექტრომომარაგების ადგილობრივმა ოპერატორმა DTEK-მ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ქალაქსა და მის შემოგარენში დენი გაეთიშა ყველას გარდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წუხელ რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე იტყობინებიან, რომ მაშინ, როცა ტემპერატურა ნულს ქვევითაა, კიდევ ათასობით ადამიანს შეუწყდა ელექტრომომარაგება ხერსონში
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.