ქალაქ ტვერში ნაძვის ხე „რუსეთის მტრების“ ფიგურების გირლანდით მორთეს
რუსეთის ქალაქ ტვერის ადმინისტრაციის შენობის მახლობლად საახალწლო ნაძვის ხე მორთეს ქაღალდის ფიგურების გირლანდით, რომელზეც გამოსახულია „რუსეთის მტრების“ სახეები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„რუსეთის მტრების“ სიაში მოხვდნენ ასევე მომღერალი ალა პუგაჩოვა, მისი მეუღლე, კომიკოსი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ლაიმა ვაიკულე, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ფიგურების ხელები და ფეხები წერტილოვანი ხაზითაა მონიშნული და ზედ აწერია: „რამე მომახიე“.
ინფორმაცია ფოტოების თანხლებით გაავრცელა ტელეგრამარხმა "Закрой за мной Тверь".
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.