Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში 11 დასახლებულ პუნქტში მოვიგერიეთ რუსეთის ჯარის თავდასხმა


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ალექსანდრე შტუპუნი ომის 291-ე დღეს აჯამებს და ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსეთის ჯარის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 11 დასახლებულ პუნქტში.

 

გენშტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ჯარებმა სამი სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

ისევ არსებობს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე.

ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებს ოცზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონებში.

ზაპორიჟიის ოლქში რუსებმა დაბომბეს ოცზე მეტი დასახლება.

ხერსონის მიმართულებით ხანძრის შედეგად დაზიანდა გარეუბნები, ქალაქი ხერსონი და სხვა ახლომდებარე დასახლებები.

ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი, როგორც გენერალური შტაბი იტყობინება, ბოლო ორი კვირაა გრძელდება ჩხრეკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლის მიზანი უკრაინულ ენაზე წიგნების და უკრაინის სიმბოლოების შემცველი მასალების იდენტიფიცირება და განადგურებაა.

გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა იერიში მიიტანეს სამ სამეთაურო პუნქტსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სამ ზონაზე.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...