Jump to content
Planeta.Ge

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო


სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას.

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე საქმიანობას, რაც ხელს უწყობს ამ პერსპექტივის განხორციელებას.

„მას შემდეგ, რაც სლოვაკეთი ევროკავშირს შეუერთდა, ევროკავშირის გაფართოების თემა სლოვაკეთის საგარეო და ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს ჩვენი ახალი გამოწვევაა ევროკავშირში მეზობელი უკრაინის გაწევრიანება. არ შეიძლება დავივიწყოთ სხვა ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს და რომლებთანაც სლოვაკეთის რესპუბლიკას გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა აქვს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს აღნიშვნა, რომელმაც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე სურვილი ოფიციალურად გამოხატა. ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაზრდა რათა აუცილებელი კრიტერიუმები შესრულდეს ", - აღნიშნულია სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...