Jump to content
Planeta.Ge

უკრაინელებმა 10 ირანული „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს


უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 15 „კამიკაძე“ დრონიდან 10 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს.

„10 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილს ირანული წარმოების Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ქვედანაყოფებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 10 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს,“ - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ინფორმაციით, 4 დრონი ხერსონის ოლქის თავზე, 4 - მიკოლაივის ოლქის თავზე, 2 - კი ოდესის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.
 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...