Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში 12 წლის ბიჭი სამხედრო კომისარიატში დაიბარეს


რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ქალაქ კანსკში, სამხედრო კომისარიატის უწყება 12 წლის ბიჭმა მიიღო. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „სიბირ რეალიი“, სოციალურ ქსელ "ВКонтакте"-ს ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ ადრესატი ექვემდებარება პირველად სამხედრო აღრიცხვას, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ რუსეთის კანონის შესაბამისად.

„სიტუაცია ასეთია: 12 წლის ბავშვმა მიიღო უწყება ქალაქის სამხედრო კომისარიატიდან. თუკი მეხსიება არ მღალატობს, პირველადი აღრიცხვა 16-17 წლის ასაკში უწევთ... ჩნდება შეკითხვა - რატომ სთხოვენ ბავშვს, გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატში და დადგეს აღრიცხვაზე? “, - კითხულობს პოსტის ავტორი.

სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი კომენტარებში აღნიშნავს, რომ უწყება მიიღო მისი ნაცნობის 5 წლის ბავშვმაც.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ რუსეთში მოქმედი კანონის თანახმად, სამხედრო აღრიცხვა სავალდებულოა მამრობითი სქესის ყველა პირისთვის, იმ წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე, როდესაც მათ უსრულდებათ 17 წელი.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...