Jump to content
Planeta.Ge

ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილ წამყვანს, ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს


რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილ წამყვანს, ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ განცხადებას გამოცემა „დელფი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, კოროსტელევი შავ სიაში შეიყვანეს ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით.

როგორც „დელფი“ წერს, კოროსტელევი საქართველოში მუშაობდა. მას არ აქვს ლატვიის ვიზა ან ბინადრობის უფლება, ამიტომ ლატვიის ხელისუფლებას მისი პასუხისგებაში მიცემა არ შეუძლია.

მედიის ინფორმაციით, რუს ჟურნალისტს ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს.

პირველ დეკემბერს „დოჟდის“ წამყვანმა ტელეეთერით მიმართა მაყურებლებს და მოუწოდა, გამოუგზავნონ ტელეკომპანიას ინფორმაცია რუსეთში მიმდინარე მობილიზაციის პროცესში შესაძლო დარღვევების შესახებ.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს ჩვენ დავეხმარეთ, მაგალითად, ფრონტზე ელემენტარული პირობების გაუმჯობესებით“, – განაცხადა კოროსტელევმა. ამის შემდეგ ლატვიის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიერ რუსეთის არმიის შესაძლო დახმარების საკითხზე. 6 დეკემბერს კი, ლატვიის მარეგულირებელმა რუსულ ტელეკომპანიას ლიცენზია გაუუქმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...