Jump to content
Planeta.Ge

„ნიუ იორკ თაიმსი“ - იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რუსეთთან რეალურია


ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „შეიძლება, ყველაფერი ისე არ წავიდეს და რუსეთი-ნატო-ს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რეალურია“. ამის შესახებ ნორვეგიის ტელევიზიასთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომლის ციტატას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სწორად შეაფასონ უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა და შეცდომაში არ შევიდნენ.

„საქმე თუ არასწორად წავა, მაშინ შეიძლება, ის საშინლად ცუდად წავიდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ნატო-სა და რუსეთის ომი „რეალურად შესაძლებელია“.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...