თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ორი ქვეყანა დრონების ერთობლივად წარმოებასაც აპირებს.
მათივე ცნობით, რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც მოსკოვს აქვს.
თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ სანქციები დაუწესეს ირანის სამ მოქალაქეს და ერთ კომპანიას, რომელიც რუსეთს ე.წ. კამიკაძე დრონებს აწვდის. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა საზიანო იქნება უკრაინისთვის, ასევე ირანის მეზობლებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.