უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს და მტრის 4 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს
თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის პლოსჩანკას, ნევსკოეს, ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის იაკოვლევკას, ბახმუტსკოიეს, პოდგოროდნოიეს, ბახმუტსკოეს, ოპიტნოეს, კურდიუმოვკას, დრუჟბაბე, პოდუმოვკას, და ნოვომიხაილოვკას მიდამოებში.
გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 20-მდე საჰაერო დარტყმა, ასევე 60-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების 4 სამეთაურო პუნქტსა და პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.